TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლუისის იუვენტუსში ტრანსფერი კვირის ბოლომდე დაიხურება

ნიკოლო სკირას ცნობით, ასტონ ვილას ნახევარმცველის დუგლას ლუისის ტრანსფერი მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიხურება.

გუნდებს შორის ტრანსფერის ყველა დეტალი შეთანხმებულია, ასევე შეთანხმება არსებობს იუვენტუსსა და ბრაზილიელ ფეხბურთელს შორის, თუმცა საბოლოო მწვანე შუქის მიღებამდე ინგლისელებს უესტონ მაკკენისთან საერთო ენის გამონახვა მოუწევთ.

წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება და მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში მაკკენი ასტონ ვილაში ტრანსფერზე საბოლოო თანხმობას განაცხადებს, რის შემდეგაც ლუისი ამერიკაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იუვენტუსის ფეხბურთელი გახდება.

35 views
error: დაცული კონტენტი !