TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დენ ბრომი:“ იუვენტუსმა კოპმეინერსის სახით დიდებული ფეხბურთელი გაიფორმა“

ალკმაარში ტეუნ კოპმეინერსის მწვრთნელმა ჯონვან დენ ბრომმა ნიდერლანდელი ფეხბურთელის თაობაზე ისაუბრა.

„ტეუნი ნამდვილი ლიდერია, მისთვის პატარაობიდან მნიშვნელობა მხოლოდ გამარჯვებას ჰქონდა, მან ალკმაარში ბევრი ისწავლა, ატალანტაში კი კიდევ უფრო დაიხვეწა და იუვენტუსის დონის გრანდში თამაშისთვის მზად არის.

„მას უნიკალური მენტალობა აქვს, მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდება და განვითარებაზე მუშაობას არასოდეს წყვეტს.

„იუვენტუსმა მისი სახით დიდებული ფეხბურთელი გაიფორმა, ვინც მომდევნო წლებში გუნდის ლიდერი იქნება, ატალანტამ კი საუკეთესო ფეხბურთელი დაკარგა.“