TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიელინი:“ NextGen-ის პროექტი იუვენტუსისთვის უმნიშვნელოვანესია“

იუვენტუსის NextGen-ის სპორტულმა დირექტორმა კლაუდიო კიელინიმ ახალგაზრდული გუნდის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს პროექტი ჩვენ სიამაყის საფუძველს გვაძლევს და გვაქვს ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია NextGen-ი. ფეხბურთელი, ვისაც ახლა იუვენტუსის ლეგენდარული 10-ნომრიანი მაისური აცვია, სულ რამდენიმე თვის წინ NextGen-ის ათიანი იყო.

„ასევე არ შეიძლება ისეთი ფეხბურთელების დავიწყება, როგორებიცაა სავონა, მბანგულა, რუჰი და სხვები, გასულ წლებში NextGen-ის ფეხბურთელები ძირითადი გუნდის განუყოფელი ნაწილები იყვნენ.

„NextGen-ი არა მხოლოდ ფეხბურთელების, ასევე იუვენტუსისთვის მომუშავე სტაფის ჩამოყალიბებასა და განვითარებას უწყობს ხელს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.“