TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დონარუმა:“ საფრანგეთთან დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეულია“

იტალიის ნაკრების კარის დარაჯმა ჯიჯო დონარუმამ Rai Sport-თან საფრანგეთთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„აქ ყოფნა შესანიშნავია, პარიზი ჩემი სახლია და აქ იტალიის მაისურით თამაში ძალიან ემოციურია, წინ შესანიშნავი საღამო გველოდება.

„იტალიასა და საფრანგეთს შორის მატჩები ყოველთვის განსაკუთრებულია, ეს დიდი გამოწვევაა და ვიცით, რომ სასურველი შედეგის მოსაპოვებლად 100 პროცენტით დახარჯვა მოგვიწევს. ევროპაზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, ჩვენ ახალი ეპოქა უნდა დავიწყოთ და საფრანგეთთან მატჩი ამის კარგი შესაძლებლობაა.“