TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

საკი:“ ტიაგო მოტას გუნდისგან დიდი მოლოდინები მაქვს“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ Gazzetta dello Sport-თან იუვენტუსის თაობაზე ისაუბრა.

„ტიაგო მოტას იუვენტუსისგან ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ტიაგოს უფრო შემტევი და დომინანტი გუნდის აშენება უნდა.

„რომასთან შეხვედრაში გუნდს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა როდესაც ახალწვეულები ადაპტაციას გაივლიან და გუნდს თავის 100 პროცენტს მისცემენ, იუვენტუსი სულ სხვა დონეზე იქნება.

„ცალკე აღნიშვნის ღირსია ტეუნ კოპმეინერსი, ის ტიაგო მოტას გუნდში ფუნდამენტალური იქნება. ატალანტამ ნიდერლანდელის სახით ძალიან კარგი და ხარისხიანი ფეხბურთელი დაკარგა.“