TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილიკს იუვენტუსის დასარწმუნებლად დრო იანვრამდე ექნება

არკადიუშ მილიკი ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესს აგრძელებს და პოლონელის მოედანზე დაბრუნება კიდევ ერთხელ გადაიდო.

SportItalia-ს ინფორმაციით, არკადიუში დიდი ალბათობით ემპოლისთან და პსვ-სთან მატჩებსაც გამოტოვებს და ის ტიაგო მოტას განკარგულებას ნაპოლისთან შეხვედრაში დაუბრუნდება.

წყაროს ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობა მილიკის სიტუაციით უკმაყოფილოა და თუ მან ტიაგო მოტად დარწმუნება იანვრამდე ვერ შეძლო, კრისტიანო ჯუნტოლი ზამთარში ვიცე-ვლაჰოვიჩის გაფორმებას ეცდება, მილიკის გუნდიდან წასვლა კი გამორიცხული არ არის.