TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გატი იუვესთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივებს

იუვენტუსი და ფედერიკო გატი ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იტალიელი ფეხბურთელი მიმდინარე ხელშეკრულებას კიდევ 1 წლით, 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და მისი გასამრჯელო სეზონში 1.4 მილიონიდან 2.3 მილიონამდე გაიზრდება.

იუვენტუსმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გატის სანაცვლოდ 25-მილიონიან წინადადებაზე თქვა უარი, რადგან ის ტიაგო მოტას გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მოიაზრება…