TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

შესნი:“ მე ყოველთვის იუვენტუსის ქომაგი ვიქნები“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ვოიცეხ შესნიმ ტურინული გრანდის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.

„მე იუვენტუსთან კონტრაქტი კიდევ 1 წელი მაკავშირებდა და მინდოდა, შავ-თეთრი მაისურით კიდევ ერთი სეზონი მეთამაშა, თუმცა გუნდმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც მე არ ვეთანხმები, მაგრამ მას ვიღებ. მე ყოველთვის იუვენტუსის ქომაგი ვიქნები და ამას არაფერი შეცვლის.

„ჯუნტოლის მე გასული სეზონის სტარტზე ვესაუბრე, ჩვენ ახალი კონტრაქტი განვიხილეთ, მე კი მას ვუთხარი, რომ 2024/25 წლების სეზონის შემდეგ კარიერის დასრულება მსურდა, რის შემდეგაც მე დი გრეგორიოს თაობაზე ცნობების გაგება დავიწყე.

„მეგონა, რომ პერინს გუნდის დატოვება უნდოდა და დი გრეგორიო მას ჩაანაცვლებდა, თუმცა როდესაც იუვემ ის გაიფორმა, ჩვენ კონტრაქტის გაწყვეტაზე დავიწყეთ მუშაობა. არ ველოდებოდი, რომ პროექტს მიღმა მე დავრჩებოდი.“