TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბოლო ინფორმაცია იუვენტუსის ლაზარეთიდან

ტიაგო მოტა კონტინასაზე იმ ფეხბურთელებთან ერთად მუშაობას აგრძელებს, რომლებიც ნაკრებებში გამოძახებულები არ არიან და მათ რიგებს ლაზარეთიდან ვასილიე აჯიჩი შეუერთდა.

ახალგაზრდა ტალანტის მოედანზე დაბრუნება მომდევნო კვირაში იგეგმებოდა, თუმცა მისი სარეაბილიტაციო პროცესი დაგეგმილზე პოზიტიურად განვითარდა და ის გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა.

მომდევნო კვირიდან სრული დატვირთივთ ვარჯიშს განაახლებენ ტომითი ვეა, ხეფრენ ტურამი და არკადიუშ მილიკი. სამივე მათგანი სერია ა-ს განახლებისთანავე ტიაგო მოტას განკარგულებაში იქნებიან.