TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოჯი:“ იუვე გაძლიერდა, მაგრამ ინტერი კვლავ ფავორიტია“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტებზე ისაუბრა.

„ინტერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რატომ არის სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი და რატომ მიიჩნევა ის გამარჯვების მთავარ კანდიდატად. ნერაძურიმ ატალანტასთან თავისი ძალების დემონსტრაცია მოახდინა და აშკარაა, რომ მიმდინარე სეზონში ისინი ფავორიტები არიან.

„იუვენტუსს რაც შეეხება, ბიანკონერის ზაფხულში შემადგენლობის მნიშვნელოვანი ცვლილება სჭირდებოდა და გუნდმა ეს გააკეთა, ახლა კი ახალ ფეხბურთელებს ადაპტაციისთვის დრო უნდა მივცეთ. ეჭვგარეშეა, რომ გუნდი გაძლიერდა, თუმცა მათგან დაუყოვნებლივ საუკეთესო ფეხბურთის მოთხოვნა უადგილოა.“