TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე კოსტიჩისა და არტურის გაყიდვაზე მუშაობას აგრძელებს

ტიაგუ ჯალო პორტუს უახლოვდება, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლი აქ გაჩერებას არ აპირებს და მომდევნო დღეებში გუნდიდან როგორც არტურის, ასევე ფილიპ კოსტიჩის გაშვება სურს.

ნიკოლო სკირას ცნობით, კოსტიჩის მიმართ ინტერესს არაბული გუნდები იჩენენ, არტურის გაფორმებას კი ბერძნული და თურქული გუნდები ცდილობენ.

საბერძნეთში სატრანსფერო ფანჯარა 11, თურქეთში კი 13 სექტემბერს იხურება, ამიტომ მათ ფეხბურთელების გაფორმების უფლება ჯერ კიდევ აქვთ.