TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა კონსეისაუს გამოსყიდვაზე მუშაობა უკვე დაიწყო

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსსა და პორტუს შორის ფრანცისკო კონსეისაუს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

პორტუგალიელი იუვენტუსს 1-წლიანი მშრალი იჯარის სანაცვლოდ შეუერთდა, რის სანაცვლოდაც იუვენტუსმა 7 მილიონი ევრო გადაიხადა.

კონსეისაუს კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მისი გამოსყიდვა მომდევნო ზაფხულს ნებისმიერ გუნდს 30 მილიონ ევროდ შეუძლია, მაგრამ ტურინულ გრანდს ამ თანხის დაახლოებით 25 მილიონამდე შემცირება და პუნქტის გააქტიურების პრიორიტეტის მიღება სურს.