TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დელ პიერო:“ იუვენტუსის კრიტიკა სრულიად უადგილოა“

რომასთან მატჩის შემდეგ იუვენტუსი დაბალი ტემპის და მომენტების ნაკლებობის გამო ბევრმა გააკრიტიკა, თუმცა მათ ბიანკონერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ უპასუხა.

„იუვენტუსის კრიტიკა სრულიად უადგილოა. გუნდმა გასულ მატჩებში დიდი პროგრესი აჩვენა, არ გაუშვა არც ერთი გოლი და მოიპოვა 7 ქულა, რაც ამ ეტაპისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელია.

„იუვენტუსის მიზნები ? იუვენტუსში ყოველთვის სკუდეტოსთვის უნდა იბრძოლო. ეს იყო პირლოსა და სარის შემთხვევაშიც და ასეა ახლაც, ეს იუვენტუსის ბედისწერაა, აქ გამარჯვების გარდა სხვა მიზანი ვერ გექნება.

„ფავორიტი ? ფავორიტი ინტერია, რადგან ისინი მოქმედი ჩემპიონები არიან და გუნდში ცვლილებები არჰქონიათ, თუმცა იმედი მაქვს, ნერაძური ვერ მოიგებს, ამისთვის ემოციური მიზეზები მაქვს.“