TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბრემერი:“ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია“

იუვენტუსის მცველმა გლეისონ ბრემერმა რომასთან მატჩი შეაფასა.

„ეს ძალიან ტაქტიკური მატჩი იყო, რომელშიც სივრცეების პოვნა ორივე გუნდს უჭირდა. პირველ ნახევარში რომა მაქსიმალურად დაცვაზე იყო კონცენტრირებული, ჯალოროსიმ კარგად შეგვისწავლა და სივრცეების შექმნის საშუალება არ მოგვცა, სულეს ყოფნა კი კონტრ-შეტევებიდან ყოველთვის საფრთხეს გვიქმნიდა.

„ჩვენ 3 მატჩი ჩავატარეთ და გოლი არ გავუშვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჯერ დასაწყისია, ჩვენ აუცილებლად მოვუმატებთ და შეტევაში თამაშს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ.

„გუნდები, რომლებიც სკუდეტოს იგებენ, ყოველთვის ყველაზე ნაკლებ გოლს უშვებენ, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია.“