TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დე როსი:“ იუვენტუსთან მოპოვებული ქულა პოზიტიური შედეგია“

რომას მთავარმა მწვრთნელმა დანიელე დე როსიმ იუვენტუსთან მატჩი შეაფასა.

„კალიარისთან და ემპოლისთან არც თუ ისე კარგი მატჩების შემდეგ, იუვენტუსთან გასვლაზე კარგი თამაში და ქულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„ჩვენ უკეთ თამაში და კიდევ უფრო კარგი შედეგისთვის ბრძოლა შეგვეძლო, მაგრამ იუვენტუსმა მეორე ნახევარში დიდებული ფეხბურთელები შემოიყვანა და საქმე საგრძნობლად გაგვირთულა.

„ჩვენ წინ ბევრი სამუშაო გველოდება, მაგრამ ტურინიდან მნიშვნელოვანი ქულა მიგვაქვს.“