TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი:“ სატრანსფერო ფანჯარა ? მხოლოდ შედეგები გვაჩვენებს, გვქონდა თუ არა კარგი ფანჯარა, კოპმეიენრსი ?…“

იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ რომასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„სატრანსფერო ფანჯარა ? ჩვენ ძალიან აქტიურები ვიყავით, რადგან გუნდმა ახალი პროექტი დაიწყო. ჩვენ გავყიდეთ ბევრი ფეხბურთელი და განვახორციელეთ დიდი ინვესტიცია, თუმცა რამდენად წარმატებულები ვიყავით, ამას მხოლოდ მოედანზე ნაჩვენები შედეგები განსჯის.

„კოპმეიენრსი ? ჩვენ კონკრეტული სამიზნეები გვქონდა და მათ მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. საბოლოო ჯამში მოთმინებამ და ბევრმა მუშაობამ შედეგი გამოიღო.

„იუვენტუსის NextGen-ი ? ეჭვგარეშეა, რომ ამ პროექტზე იუვენტუსმა ძალიან კარგი სამუშაო გასწია და დიდი ინვესტიცია განახორციელა. NextGen-ი ჩვენ ხარჯების შემცირებასა და უფრო მაღალი დონის ფეხბურთელების გაფორმებაში გვეხმარება. ჩვენ გამოცდილ და ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის სწორი ბალანსი უნდა ვიპოვნოთ.

„ურთიერთობა მოტასთან ? ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა სრულიად გუნდში იდეალური ატმოსფერო სუფევს. ჩვენ დიდებული გუნდი გვყავს და ერთად გუნდის წარმატებისთვის ვმუშაობთ.“