TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონდო:“ იუვე-რომა ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ იუვენტუსი – რომას მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის როგორც სატურნირო ცხრილის, ასევე მენტალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

„მოტამ უნდა დაამტკიცოს, რომ პირველ ორ შეხვედრაში ნაჩვენები ძალიან კარგი თამაში შემთხვევითობა არ ყოფილა და იმავეს გაკეთება ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ შეუძლია.

„დანიელე დე როსის რომამ კი სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყო და იუვენტუსთან ქულების დაკარგვა გუნდს კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში ჩააგდებს.“