TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დე როსი:“ იუვენტუსი არის გუნდი, რომელიც გამარჯვებისთვის არის შექმნილი“

რომას მთავარმა მწვრთნელმა დანიელე დე როსიმ იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

ტიაგო მოტას პრეს-კონფერენცია იხილეთ აქ.

„ჩვენ ხვალ ძალიან რთული მატჩი გველოდება. იუვენტუსი არის გუნდი, რომელიც გამარჯვებისთვის არის შექმნილი, მათ ძალიან პროდუქტიული სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდათ, გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა და ბიანკონერი ტიტულის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

„ტიაგო მოტა ? ის ჩემი მეგობარია, ტიაგოს წარმატების გამო ბედნიერი ვარ, მან გასულ წლებში ძალიან კარგად იმუშავა და დაიმსახურა იქ ყოფნა, სადაც ახლა არის.

„არიან მწვრთნელები, რომლებსაც რაღაც განსაკუთრებული აქვთ, მათ შეუძლიათ ნებისმიერი ფეხბურთელი უკეთესი გახადონ და ტიაგო მოტა სწორედ ასეთი მწვრთნელების რიგებს მიეკუთვნება.“