TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

შესნი:“ გამოსამშვიდობებელი მატჩის გამართვა მინდა“

იუვენტუსის ყოფილმა კიპერმა ვოიცეხ შესნიმ კარიერის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„შემეძლო თუ არა არსენალში დაბრუნება იუვეს შემდეგ ? სენტიმენტებმა იმოქმედეს და ჩვენ მოლაპარაკებები მართლაც გავმართეთ, მაგრამ მე მალევე მივხვდი, რომ ეს გამოწვევა ჩემთვის არ იყო.

„არსენალი ჩემთან იქამდე მოვიდა, ვიდრე იუვენტუსს დავტოვებდი, მე ორი დღე ვიფიქრე და მათ ვუთხარი, რომ კარიერის დასრულებას ვაპირებდი.

„გამოსამშვიდობებელი მატჩი ? აქამდე ამ იდეის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ახლა შეხვედრის გამართვაზე სერიოზულად ვფიქრობ. მე ვარშავადან ვარ და კარგი იქნებოდა, თუ მატჩი სწორედ ამ ქალაქში გაიმრთებოდა.“