TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რა თანხა დახარჯა იუვენტუსმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში…

იტალიასა და ევროპის სხვა წამყვან ჩემპიონატებში სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურა და შეგვიძლია გასული კვირების ფინანსური რეზიუმე გავაკეთოთ.

ბიანკონერიმ გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მიკელე დი გრეგორიო, ხუან კაბალი, დუგლას ლუისი, ხეფრენ ტურამი, ტეუნ კოპმეიენრსი და ნიკო გონსალესი გაიფორმა, გუნდის რიგებს იჯარის წესით შეუერთდნენ პიერ კალულუ და ფრანცისკო კონსეისაუ.

იუვენტუსის რიგები დატოვეს ფრაბოტამ, ჰეისენმა, ბარენეჩეამ, აილინგ-ჯუნიორმა, კაიო ჟორჟემ, კინმა, სულემ და ფედერიკო კიეზამ, დანიელე რუგანი კი აიაქსის რიგებს იჯარის წესით შეუერთდა.

გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს შესნიმ, ალექს სანდრომ და ადრიენ რაბიომ.

იუვენტუსმა გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში საერთო ჯამში 183,3 მილიონი ევრო დახარჯა, ფეხბურთელების გაშვებით კი 80.3 მილიონი ევრო გამოიმუშავა.აღსანიშნავია, რომ ადრნეი რაბიოს, ალექს სანდროს, ვოიცეხ შესნის და სხვა ფეხბურთელების წასვლით გუნდის სახელფასო ჭერი დაახლოებით 45 მილიონი ევროთი შემცირდა.