TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: დე შილიომ იუვენტუსი დატოვა

იუვენტუსმა გუნდიდან მატია დე შილიოს წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

იტალიელი მცველი უფასოდ ემპოლის რიგებს შეუერთდა, იუვენტუსს მიმდინარე სეზონში მისი ხელფასის 50 პროცენტის – 700,000 ევროს გადახდა მოუწევს.

დე შილიომ ბიანკონერის რიგებში 117 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.