TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: ტეუნ კოპმეიენრსი იუვენტუსის ფეხბურთელია

იუვენტუსმა ატალანტადან ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

26 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდს 52 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, რასაც მომავალში სხვადასხვა ბონუსების სახით კიდევ 7 მილიონი ევრო დაემატება, იუვენტუსს ამ თანხის დაფარვა ეტაპობრივად, 3 წლის განმავლობაში მოუწევს.

კოპმეინერსმა ტურინულ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მისი გასამრჯელო სეზონში ბონუსების ჩათვლით 4.5 მილიონი ევრო იქნება. ის ბიანკონერის რიგებში 8-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.