TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ვიცე-ვლაჰოვიჩის გაფორმებას არ აპირებს

რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსი მიმდინარე სატრანსფრო ფანჯრის პერიოდში ცენტრ-ფორვარდის გაფორმებას აღარ აპირებს.

წყაროს ცნობით, ვიცე-ვლაჰოვიჩის ამპლუას არკადიუშ მილიკი მოირგებს, ვინც ტიაგო მოტას განკარგულებაში უახლოეს პერიოდში დაბრუნდება და კრისტიანო ჯუნტოლი კიდევ ერთი ფორვარდის გაფორმების აუცილებლობას ვერ ხედავს.

იუვენტუსი სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ დღეებში ჯეიდონ სანჩოს გაფორმებას ეცდება, პარალელურად კი გუნდი ფილიპ კოსტიჩის, არტურისა და მატია დე შილიოს გაშვებაზე მუშაობს.