TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა მანჩესტერს გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა

რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსმა ცოტა ხნის წინ მანჩესტერ იუნაიტედს ჯეიდონ სანჩოს თაობაზე გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი წითელ ეშმაკებს ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ ახლა უფრო მეტ თანხას სთავაზობს და სურს, რომ მომავალში მისი გამოსასყიდი პუნქტი არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი იყოს.

თავად ფეხბურთელი იუვენტუსში ტრანსფერს უკვე დათანხმდა და თუ მანჩესტერმა ბიანკონერის შეთავაზებული ფორმულა მიიღო, სანჩო უახლოეს საათებში ტურინში გაფრინდება.