TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვესტ ჰემის პირველი წინადადება სულეს სანაცვლოდ…

ვესტ ჰემი იუვენტუსის ტალანტის მატიას სულეს მიმართ ინტერესს არ კარგავს და ბიანკონერის პირველი წინადადებით უკვე მიმართა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ინგლისელები ტურინულ გრანდს არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს სთავაზობენ და იუვენტუსი ამ წინადადების განხილვასაც კი არ აპირებს.

წყაროს ცნობით, სულე გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ 35-40 მილიონ ევროს გადაიხდის.