TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გონსალესის ფეიენორდში ტრანსფერის დეტალები ცნობილია

ფაკუნდო გონსალესი ფეიენორდის რიგებს ოფიციალურად უახლოეს საათებში შეუერთდება.

ნიდერლანდელები ახალგაზრდა ტალანტის 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 500,000 ევროს გადაიხდიან, მისი შემდგომში 6 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც სავალდებულო გახდება იმ შემთხვევაში, თუ გონსალესი ფეიენორდის მატჩების 50 პროცენტში მიიღებს მონაწილეობას.

თუ ფეიენორდმა ფეხბურთელი გამოისყიდა, მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში იუვე სრული თანხის 20 პროცენტს მიიღებს.