TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კასანო:“ იუვეს მიმართ გარკვეული კითხვები ჯერ კიდევ მაქვს“

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ იუვენტუსში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

„ტიაგო მოტას კარგი იდეები აქვს და ჩვენ ეს გასულ ტურებში დავინახეთ, მაგრამ მე იუვენტუსის მიმართ გარკვეული კითხვები ჯერ კიდევ მაქვს.

„საინტერესოა, როგორ შეძლებს იუვენტუსი უფრო მაღალი დონის გუნდის წინააღმდეგ თამაშს, გუნდის, რომელსაც იუვეს შეცდომების გამოყენება და ბიანკონერისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია, რადგან ვერონასთან შეხვედრაში გუნდმა გარკვეული შეცდომები დაუშვა, რომლებიც უფრო მაღალი დონის მეტოქის წინააღმდეგ შესაძლოა გადამწყვეტი ყოფილიყო.“