TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაბალი:“ გამარჯვების გამო ბედნიერები ვართ, ახლა რომასთან მატჩზე ფიქრის დროა…“

ხუან კაბალმა ვერონასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„სწრაფი ადაპტაცია ? ეს ყველაფერი მწვრთნელის ნდობის დამსახურებაა, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ჩემთვის ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვერონამ ძალიან ბევრი მომცა, თუმცა იუვენტუსში ყოფნის გამო უზომოდ ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ გუნდის გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე.

„ახლა ჩვენ მომდევნო მატჩზე უნდა დავიწყოთ ფიქრი. რომა ძლიერი მეტოქეა და წინ რთული შეხვედრა გველოდება.

„იუვეს საიდუმლო დაცვით ხაზში ? როგორც უკვე ვთქვი, მე და თითოეული ჩვენგანი მწვრთNელის სრულ ნდობას ვგრძნობთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.“