TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გადამწყვეტი შეხვედრა იუვენტუსსა და ატალანტას შორის

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, დღეს იუვენტუსსა და ატალანტას შორის ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერის თაობაზე საბოლოო და გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი დარწმუნებულია, რომ დღეს ლა დეას ხელმძღვანელობა ნიდერლანდელი ნახევარმცველის ტურინში ტრანსფერს საბოლოო მწვანე შუქს აუნთებს.

კოპმეინერსი უკვე კვირაზე მეტია ატალანტასთან ერთად არ ვარჯიშობს და იუვენტუსში ტრანსფერის მოლოდინშია.