TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე და მანჩესტერი სანჩოს თაობაზე დღეს შეხვდებიან

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და მანჩესტერს შორის ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება.

წყაროს ცნობით, გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინგლისელი ფეხბურთელის ტრანსფერზე ჩელსი მუშაობს, ამ მომენტისთვის სიმართლეს არ შეესაბამება და ჯერჯერობით სანჩოს გაფორმების მთავარი კანდიდატი სწორედ იუვენტუსია.

გუნდებმა ტრანსფერის ფორმულასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს და თუ წითელი ეშმაკები სანჩოს ხელფასის ნაწილის დაფარვას დათანხმდება, ინგლისელი ტურინში 1-წლიანი იჯარით გადაბარგდება.

43 views
error: დაცული კონტენტი !