TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გონსალესი:“ აქ ყოფნა ჩემთვის უდიდესი პატივი და ოცნების ახდენაა“

იუვენტუსის ახალწვეულმა ნიკო გონსალესმა ტურინში გადაბარგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

ტრანსფერის დეტალები იხილეთ აქ.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ. ამ მაისურით თამაში ჩემი და ჩემი ოჯახის ოცნება იყო, მეტის თქმა არ შემიძლია, მე უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ.

„ახალგაზრდობაში ასეთი გამორჩეული გუნდის რიგებში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა და ჩემთვის აქ ყოფნა ყველაფერს ნიშნავს. ერთი სული მაქვს, როდის მომეცემა თამაშის საშუალება.

„ჩემი მახასიათებლები ? არ ვიცი (იცინის), დრიბლინგი და დარტყმა, კარგად ვთამაშობ თავით, შემიძლია მომენტის კარგად შერჩევა.

„მიზნები ? მე აქ გამარჯვებისთვის მოვედი, სხვა სიტყვები არ მჭირდება: გამარჯვება ან გამარჯვება და ამისთვის თითოეულ მატჩში ყველაფერს გავაკეთებ.

„ვლაჰოვიჩი ? მე მას დიდი ხანია ვიცნობ, თუმცა ბოლო დღეებში არ გვისაუბრია. მე არ მინდოდა ვინმესთვის უხერხულობა შემექმნა. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ მას გასახდელში.

„მიმართვა ქომაგებს ? მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავიმარჯვოთ თითოეულ მატჩში, მოედანზე ყოველთვის 100 პროცენტით დავიხარჯები. Fino Alla Fine!”