TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ძანეტი:“ იუვე შენების პროცესშია, თუმცა…“

ვერონას მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ძანეტიმ იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

ტიაგო მოტას პრეს-კონფერენცია იხილეთ აქ.

„იუვე ძალიან დინამიკური გუნდია, რომელიც ჯერ შენების პროცესშია, თუმცა მათ შესაძლებლობებსა და ამბიციებში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.

„მათ უნიკალური თამაშის სტილი აქვთ, მათი ფლანგის მცველები ხშირად ნახევარმცველების როლს ითავსებენ, რაც ტაქტიკურად მეტოქე გუნდის დესტაბილიზაციას იწვევს, ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

„ჩვენ გასულ ტურში დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან თამაში შეგვიძლია, მოედანზე მოტივირებულები და კონცენტრირებულები უნდა გავიდეთ.“