TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და ფიორენტინა კოსტიჩის პასუხის მოლოდინში არიან

ნიკო გონსალესის ტრანსფერის დახურვის შემდეგ, იუვენტუსი და ფიორენტინა არტურისა და ფილიპ კოსტიჩის საკითხზე მუშაობენ.

SportItalia-ს ცნობით, გუნდები ამ მომენტისთვის სერბი ფეხბურთელის ტრანსფერის დახურვას ცდილობენ. ბიანკონერი მისი 1-წლიანი იჯარით გაშვებას დათანხმდა, ფეხბურთელის შემდგომში 7-8 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.

ერთადერთი პრობლემა კოსტიჩის ხელფასია. ფიორენტინა მისთვის 1.5 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს და ფლორენციაში გადასვლის სანაცვლოდ სერბს გასამრჯელოს შემცირება მოუწევს.