ჯუნტოლის შემდეგი სამიზნე კოპმეიენრსია
იუვენტუსისთვის დღევანდელი დღე პროდუქტიული გამოდგა, კრისტიანო ჯუნტოლიმ ნიკო გონსალესისა და ფრანცისკო კონსეისაუს ტრანსფერი დახურა, თუმცა ის გუნდის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს.
SportItalia-ს ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დარჩენილი რამდენიმე დღე სრულად ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერს მოხმარდება.
წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი ფეხბურთელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის ბოლო ტრანსფერი იქნება.