TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გონსალესის ტრანსფერის დეტალები ცნობილია

ნიკო გონსალესის იუვენტუსში ტრანსფერის ფინანსური დეტალები ცნობილია.

არგენტინელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, რის სანაცვლოდაც ფიორენტინა 5 მილიონს მიიღებს, მისი შემდგომში 25 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 7 მილიონი დაემატება.

გონსალესი და კონსეისაუ ტურინში უახლოეს საათებში ჩავლენ, სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და იუვენტუსს შეუერთდებიან.