კონსეისაუ კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს
ნიკო გონსალესის შემდეგ, იუვენტუსმა პორტუსთან ფრანცისკო კონსეისაუს ტრანსფერი შეათანხმა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელი ბიანკონერის რიგებს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, რის სანაცვლოდაც პორტუ 7 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც მომავალში ბონუსების სახით 3 მილიონი დაემატება.
იუვეს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება, თუმცა გუნდები ამ თემაზე სეზონის მსვლელობისას ისაუბრებენ.