TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე გონსალესის ტრანსფერის დახურვას დღეს ეცდება

იტალიელი ჟურნალისტის სებასტიანო სარნოს ინფორმაციით, იუვენტუსი ნიკო გონსალესის ტრანსფერის დახურვას მომდევნო საათებში ეცდება.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი ფიორენტინას არგენტინელის სანაცვლოდ გარანტირებულ 32 მილიონს, ასევე ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონს სთავაზობს, რაც როგორც ფეხბურთელის, ასევე გუნდის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

როკო კომისო ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა დიდი ალბათობით ბიანკონერის წინადადება მის დასარწმუნებლად საკმარისი იქნება.