TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე და კოპმეინერსი პერკასის საბოლოო თანხმობის მოლოდინში არიან

იუვენტუსსა და ატალანტას შორის ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერის თაობაზე ნერვების თამაში გრძელდება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელი ფეხბურთელი ლა დეასთან ერთად ვარჯიშზე კვლავ უარს ამბობს და გუნდის ხელმძღვანელობას იუვენტუსში გაშვებას სთხოვს.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი დარწმუნებულია, რომ სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ლა დეა ტრანსფერზე თანხმობას განაცხადებს. იუვენტუსის საბოლოო წინადადება კოპმეიენრსის სანაცვლოდ 52 მილიონია, რასაც ბონუსების სახით კიდევ 7 მილიონი დაემატება. მის იუვენტუსში ტრანსფერს ატალანტას გენერალური დირექტორის ატონიო პერკასის მწვანე შუქი აკლია…

30 views
error: დაცული კონტენტი !