TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და სასუოლო ფეხბურთელების ბარტერს განიხილავენ

NextGen-ის კაპიტანის ტარიკ მუჰარემოვიჩის ჯენოაში ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, 21 წლის მცველის გაფორმებას სასუოლო ცდილობს და არ არის გამორიცხული, გუნდებმა ფეხბურთელები გაცვალონ.

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, იუვენტუსი ნეროვერდის ვინგერის დომენიკო ბერარდის მიმართ ინტერესს არ კარგავს და თუ კრისტიანო ჯუნტოლის პრიორიტეტული სამიზნეების გაფორმება არ გამოუვიდა, იტალიელი ვინგერის სახელი ტურინში კვლავ აქტუალური გახდება.

ბერარდის იუვენტუსში გადასვლა სურს, სასუოლო კი მის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს, მუჰარემოვიჩის ჩართვით კი ბიანკონერი ამ თანხას 4-5 მილიონით შეამცირებს.