TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მანჩესტერი სანჩოს ხელფასის ნაწილის დაფარვის წინააღმდეგი არ არის

იუვენტუსსა და მანჩესტერს შორის ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

ალფრედო პედულას ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფეხბურთელის მაღალი ხელფასი გახლდათ, თუმცა წითელი ეშმაკები ინგლისელის წლიური გასამრჯელოს გარკვეული ნაწილის გადახდის წინააღმდეგები არ არიან.

მოლაპარაკებები გრძელდება ტრანსფერის ფორმულასა და ფეხბურთელის ფასის თაობაზეც. მანჩესტერი მისი არენდით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მხარეები განიხილავენ თანხას, რომლის სანაცვლოდ ბიანკონერის ინგლისელი ვინგერის გამოსყიდვა შეეძლება.