იუვე და პორტუ კონსეისაუს ტრანსფერის ფორმულაზე მუშაობენ
იტალიური და პორტუგალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსი და პორტუ ფრანცისკო კონსეისაუს ტრანსფერის ფორმულაზე მუშაობენ.
Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსი ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარით გაფორმებას გეგმავს, მისი შემდგომში 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.
ფაბრიციო რომანოს თქმით, პორტუმ კონსეისაუს შემცვლელი უკვე იპოვნა და პორტუგალიელის წასვლის შემთხვევაში არსენალიდან ფაბიო ვიეირას გაფორმებას გეგმავენ.