TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ალბანეზე:“ კოპმეინერსის იუვენტუსში ტრანსფერი გადაწყვეტილია“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯოვანი ალბანეზემ დაადასტურა, რომ ტეუნ კოპმეინერსის იუვენტუსში ტრანსფერი მხოლოდ დროის საკითხია.

„შემიძლია 107 პროცენტით დაგიდასტუროთ, რომ ტეუნ კოპმეინერსი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს.

„100 პროცენტით ის ტურინში ჩაფრინდება, ხოლო 7 მის ზურგზე აისახება.“

ატალანტა ნიდერლანდელის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 59 მილიონს მიიღებს, კოპმეიენრსი ტურინულ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და გასამრჯელოს სახით 4.5 მილიონ ევროს მიიღებს.