TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილიკი ვერც ვერონასთან ითამაშებს

არკადიუშ მილიკი იუვენტუსს ვერც ვერონასთან მატჩში დაეხმარება.

მოსალოდნელი იყო, რომ ის გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებდა და ვერონას წინააღმდეგ ტიაგო მოტას განკარგულებაში იქნებოდა, თუმცა პოლონელი ტრავმის შემდეგ არც თუ ისე კარგ ფორმაშია, ამიტომ ის ინდივიდუალურად მუშაობას აგრძელებს.

მილიკის გარდა, იუვენტუსს ვერონასთან მატჩში ხეფრენ ტურამი, ტიმოთი ვეა ლაზარ სამარჯიჩი და ფაბიო მირეტი ვერ დაეხმარებიან.