TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სანჩოს ტრანსფერში მთავარი პრობლემა მისი ხელფასია…

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი მანჩესტერს ფეხბურთელის იჯარას სთავაზობს, მისი შემდგომში 40 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პუნქტების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

პრობლემა ინგლისელი ფეხბურთელის ხელფასია. მისი gross ხელფასი მანჩესტერს 23 მილიონი ევრო უჯდება, იუვენტუსი კი ფეხბურთელის გასამრჯელოზე ამ თანხის დახარჯვას არ აპირებს და ტურინში გადასასვლელად სანჩოს ხელფასის გაცილებით შემცირება მოუწევს.