TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლის ულტიმატუმი რაბიოს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი ადრიენ რაბიოს საბოლოო პასუხისთვის ლოდინს დიდი ხანი აღარ აპირებს.

Tuttojuve.com-ის ცნობით, იუვენტუსი ფრანგი ფეხბურთელისგან ახალი კონტრაქტის თაობაზე საბოლოო პასუხს მიმდინარე კვირის ბოლომდე დაელოდება, შემდეგ კი მისი პოტენციური შემცვლელების ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად შეუდგება.

იუვენტუსი რაბიოს კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივებას სთავაზობს, მისი შემდგომში გაგრძელების პერსპექტივით, ფრანგის გასამრჯელო სეზონში 7.5 მილიონი ევრო იქნება.

თუ რაბიომ ტურინში დარჩენაზე უარი თქვა, იუვენტუსი მის ნაცვლად ხეფრენ ტურამის ან იუსუფ ფოფანას გაფორმებას გეგმავს.