ბარსამ კიეზასთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა და იუვეს პირველ წინადადებას უმზადებს
ესპანური მედიის ინფორმაციით, ფედერიკო კიეზამ ბარსელონასთან ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
გამოცემა Diario Sport-ის ცნობით, კიეზა ბლაუგრანასთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი წლიური გასამრჯელო კი 4.5 მილიონი ევრო და ბონუსები იქნება.
წყაროს ინფორმაციით, ბარსა იუვენტუსს კიეზას სანაცვლოდ 9 მილიონ ევროს შესთავაზებს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 4 მილიონი დაემატება.