TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ინტერი კიეზას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

მილანური გამოცემა Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ინტერი კულუარებს მიღმა ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

წყაროს ცნობით, ბეპე მაროტას კიეზასთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება უნდა, სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს კი იუვენტუსს 10-11 მილიონ ევროს შესთავაზებს და ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულების ფონზე, რომელიც მომდევნო ზაფხულში იწურება, იუვენტუსს ამ წინადადების მიღება მოუწევს.

ამ მომენტისთვის კიეზას მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს ბარსელონა იჩენს, თუმცა ინტერის ჩამოწერა ჯერჯერობით არ შეიძლება…