TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაპელო:“ დროა, ვლაჰოვიჩმა თავისი პოტენციალი სრულად წარმოაჩინოს“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგაზე სერია ა-ს გუნდების ამბიციებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, იტალიური გუნდებიდან ყველაზე კარგად დაკომპლექტებული ამ მომენტისთვის ინტერია. მართალია მათ სერია ა-ს პირველ ტურში კარგი თამაში ვერ აჩვენეს, მაგრამ დარწმუნბული ვარ, ძველებურ ინტერს უახლოეს პერიოდში ვიხილავთ.

„იუვენტუსს რაც შეეხება, ტიაგო მოტას გუნდი ჯერ შენების პროცესშია და რაიმე დაკსვნის გაკეთება ჯერ ადრეა, თუმცა ფაქტია, გუნდმა კომოსთან კარგი მატჩი ჩაატარა, აჩვენა ახალი იდეები და მენტალობა, რაც გუნდს გასულ წლებში აკლდა. საინტერესოა მოტას გუნდში ვლაჰოვიჩის ნახვა, დროა, მან თავისი პოტენციალი სრულად წარმოაჩინოს.

„ვფიქრობ, იტალიური გუნდებიდან ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტად ატალანტა გაგვაკვირვებს.“