TuttoJuve

Juve per sempre sarà

პოზიტიური მოლაპარაკებები კოსტიჩსა და ფიორენტინას შორის

ფიორენტინა ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ნიკოლო სკირას ცნობით, გასულ საათებში მხარეებს შორის კიდევ ერთი პოზიტიური საუბარი გაიმართა.

წყაროს ცნობით, კოსტიჩის ფლორენციული გუნდის რიგებში ხილვა პირადად რაფაელე პალადინოს სურს და ფიორენტინაში გადასვლის წინააღმდეგი არც თავად სერბი გახლავთ.

იუვე 31 წლის ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარით ტრანსფერს განიხილავს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერპსექტივით. პრობლემა კოსტიჩის მაღალი ხელფასია, ის სეზონში 2.5 მილიონ ევროს იღებს, ფიორენტინა კი დაახლოებით 1.5 მილიონს სთავაზობს.

35 views
error: დაცული კონტენტი !