TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გონსალესი ფიორენტინას განაცხადს მიღმა დარჩა

ფიორენტინა დღეს კონფერენს ლიგის შესარჩევ ეტაპზე პუშკაშ აკადემიას დაუპირისპირდება და ფლორენციულ გუნდს ფონს გასვლა ნიკო გონსალესის გარეშე მოუწევს.

ფიორენტინამ გუნდის განაცხადი გამაოქვეყნა, რომელშიც არგენტინელი მოხსენიებული არ არის და ეს კიდევ ერთი მანიშნებელია, რომ გონსალესი გუნდის დატოვებასთან ახლოს არის.

იუვენტუსსა და ფიორენტინას შორის მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება და ბიანკონერის იმედი აქვს, რომ მის გაფორმებას კვირის ბოლომდე შეძლებს.